გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი:ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მუშაობს კანონზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“

1-07-2021

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მუშაობს კანონზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“, რომლის ამოქმედების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მონადირეთა სერტიფიცირება, რაც ბრაკონიერობის შემცირებას შეუწყობს ხელს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„სააგენტო ფლორისა და ფაუნის, კავკასიის ენდემური და იშვიათი სახეობების გამრავლებისა და პოპულაციის აღდგენის მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. სააგენტოს სამომავლო გეგმაა, ფაუნის ენდემურ სახეობათა გენეტიკური კოდის დადგენა და მარკირების სისტემის შემოღება, რაც მონიტორინგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

გარდა ამისა, სააგენტოში მდინარეების დათევზიანებისთვის მდინარის კალმახის ლიფსიტების წარმოება, წლიურ 1 მლნ ცალამდე გაიზრდება.

ასევე, ყოველწლიურად, 5 000 ფრთაზე მეტი კოლხური ხოხბის, კაკბის, გნოლისა და სხვა სახეობათა გამრავლება განხორციელდება ბუნებაში გაშვებისა და სამონადირეო მეურნეობებისთვის მიწოდებისთვის. სააგენტო, ველურ ბუნებაში აღდგენის მიზნით, წლიურად, ჭალის ტყისა და „წითელი ნუსხის“ არანაკლებ 200 000 ნერგს გამოიყვანს“ - განაცხადა დავითაშვილმა.