გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გურჯაანში „საქართველოს ბანკის“ მოლარემ თვითმკვლელობა სცადა

4-04-2018

„საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მოლარემ თვითმკვლელობა სცადა მას შემდეგ, რაც „რეგინფოს“ ინფორმაციით, ბანკში შესამოწმებლად აუდიტი შევიდა. მოლარე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ოჯახის წევრებმა იპოვეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციაშია მოთავსებული.

წინასწარი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალში რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით დანაკლისია. ფილიალის მმართველს და სალაროს გამგეს ბანკის ხელმძღვანელობამ უფლებამოსილება შეუჩერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს შს გურჯაანის სამმართველო იძიებს.

reginfo.ge