გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა

1-07-2021

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან პეტრ მიკისკასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას განხილული იყო საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში პანდემიური მდგომარეობა, ვაქცინაციის პროცესი, ქვეყანაში შესვლის რეგულაციები, ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატების სისტემა, მისი გამოყენების და მასში ჩართვის შესაძლებლობა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატების ორმხრივად ურთიერთაღიარების საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში და ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა.

მინისტრის მოადგილემ და ელჩმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის და პოსტპანდემიური რეაბილიტაციის პროცესში თანამშრომლობის გეგმებზე.