გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ქალზე მოძალადე გოგი წულაია ციხიდან „ნაცმოძრაობის“ მონა მოსამართლის ზაზა მეიშვილის დეიდამ, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა გაათავისუფლა

1-07-2021

„დღეს ციხიდან მოძალადე წულაია იმ კაცის დეიდამ გაათავისუფლა, რომელიც ყველა დროში უპირობოდ ასრულებდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მითითებებს“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პოლიტიკოს გოგი წულაიას პატიმრობიდან გათავისუფლებას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დღეს ციხიდან მოძალადე წულაია იმ კაცის დეიდამ გაათავისუფლა, რომელიც ყველა დროში უპირობოდ ასრულებდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მითითებებს:

„აბა თუ გამოიცნობთ, ვინ გაათავისუფლა დღეს ციხიდან ქალზე მოძალადე გოგი წულაია? თან იმ პირობებში, როდესაც ქალთა მიმართ და ოჯახურ ძალადობაზე როგორც პროკურატურას, ასევე, სასამართლო კორპუსს აქვს უმკაცრესი მიდგომა? მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მონა მოსამართლის, 2006 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზაზა მეიშვილის დეიდაა!!!!
იმ კაცის დეიდამ გაათავისუფლა დღეს ციხიდან მოძალადე წულაია, რომელიც ყველა დროში უპირობოდ ასრულებდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მითითებებს. თუ რატომ გაათავისუფლა, დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია... ფაქტი ერთია, ამიტომ იკლავენ თავს ნაცები სასამართლოს თემაზე, რომ შეინარჩუნონ მათი მოსამართლეები სისტემაში და კიდევ უფრო გააძლიერონ ეს კლანი!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.