გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წყლის, გაზიფიცირების, მშენებარე ბაღების და სკოლების, ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების კუთხით უზარმაზარი სამუშაოები სრულდება

1-07-2021

მესტიის მუნიციპალიტეტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. კომიტეტის წევრებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს და მიმდინარე პროექტები მოინახულეს. სხდომაზე განხილული საკითხები კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა შეაჯამა.

„რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის გასვლითი სხდომა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მესტიაში ჩატარდა, თუმცა გუშინ ჩვენ მოვინახულეთ მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები აბაშაში, წალენჯიხასა და ზუგდიდში. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ზუგდიდის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი, რომელიც 200 მილიონი ლარი დაჯდა და ისტორიაში პირველად ზუგდიდის ყველა მოსახლეს 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს.

კომიტეტის სხდომა მესტიაში გარკვეულწილად მწვავეც იყო, რადგან არის რამდენიმე პროექტი, რომელსაც დაჩქარება სჭირდება და მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ შემთხვევაში, ზოგჯერ ძალიან კატეგორიულებიც არიან. ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყების გეგმებზე, გაწეულ საქმიანობაზე, ხედვებზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს და ეს პროექტები ნამდვილად იყო შთამბეჭდავი, რადგანაც მთლიანად რეგიონში უზარმაზარი სამუშაო სრულდება. ეს შეეხება წყალს, გაზიფიცირებას, მშენებარე ბაღებს და სკოლებს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ტურიზმის ზრდის პოტენციალს.

საინტერესო იყო მესტიის მერის მიერ გაზიარებული გამოცდილება ჰესებთან დაკავშირებით. მესტიის მუნიციპალიტეტი არის ის რეგიონი, სადაც რამდენიმე ათეული ჰესი აშენდა, რამაც მესტიას პირველ ხუთ თვეში, მთელი წლის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულების საშუალება მისცა. საუბარია მილიონ ნახევარი ლარით მეტ შემოსულობებზე და აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე ეს თანხა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტს საშუალებას აძლევს ბევრი პროექტი განახორციელოს და ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის სტუდენტებს და სოციალურად დაუცველებს, დაეხმაროს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.