გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა იყოს აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი და ისეთი ფორმით მიწოდებული ბაზარზე, რომელსაც თანამედროვე სტანდარტები და თანამედროვე მოთხოვნები ითვალისწინებს

1-07-2021

„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე ისაუბრა.

„ჩვენ გვჭირდება პირველადი წარმოების დასაბინავებლად შესაბამისი გადამმუშავებელი სიმძლავრეები, შემნახველი ინფრატრუქტურა, შესაფუთი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ინვესტიციები, რადგან საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა იყოს აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი და ისეთი ფორმით მიწოდებული ბაზარზე, რომელსაც თანამედროვე სტანდარტები და თანამედროვე მოთხოვნები ითვალისწინებს“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აგრარული დარგის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყანაში ფუნქციონირებს თანამედროვე მეურნეობები და საწარმოები; სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია იაფი ფულადი რესურსი, რაც უფრო მიმზიდველს ხდის დარგში ინვესტირებას.

სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი გეგმით, გათვალისწინებულია შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების მეტი მხარდაჭერა; უახლოესი 10 წლის განმავლობაში, დარგში 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, საიდანაც სახელმწიფოს წილი 700 მილიონზე მეტია. შედეგად, ქვეყანაში კიდევ მეტად გაიზრდება ადგილობრივი წარმოება.

დღეისათვის, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით, მიმდინარე საკრედიტო პორტფელი 1,3 მლრდ ლარამდეა, რაც 22-ჯერ აღემატება 2012 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ საკრედიტო პორტფელს (57 მილიონ ლარს). სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შექმნილია/გადაიარაღებულია და ფუნქციონირებს 1000-ზე მეტი საწარმო.