გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბათუმის პორტში მოშიმშილე თანამშრომლები მოინახულა

4-04-2018

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მოშიმშილე თანამშრომლები მოინახულა. 

აქციის მოანწილეები ზაალ მიქელაძისგან განმარტებას ითხოვდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იმყოფებოდნენ გვიან ღამით საზღვაო ნავსადგურში სამართალდამცველები. ისინი ბათუმის ნავსადგურის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებასა და გამოძიების შეწყვეტას მოითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, უწყებაში შეტყობინება ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობისგან შევიდა. 

"მუშებს თვითნებურად პატარა ხომალდები გაჰყავდათ ზღვაში და გზას ხერგავდნენ, რათა პორტიდან გემის გასვლაში ხელი შეეშალათ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპირტო კომუნიკაციის ბლოკირებას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.

ბათუმის ნავსადგურის თანამშრომლები მესამე დღეა აქციას მართავენ და შიმშილობენ. ისინი ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და მათ სამსახურის დაკარგვის მოლოდინი აქვთ. თავის მხრივ, საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში რეორგანიზაცია არ მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"