გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 3 მლნ 635 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

2-07-2021

მიმდინარე წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 3 მლნ 635 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 4,171 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში და უკრაინაში.

2020 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 308 ტონას, ხოლო ღირებულება - 188 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

2 ივლისის მდგომარეობით, სამაცივრე მეურნეობებში ატამის ჩაბარების ფასი 1.00 ლარიდან 1.40 ლარამდეა, ხოლო ნექტარინის (ვაშლატამა) - 1.20 ლარიდან 1.80 ლარამდე.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის” პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.