გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მიხეილ კალატოზოვის „მარილი სვანეთს“ მოსკოვში აჩვენებენ

4-04-2018

მიხეილ კალატოზიშვილი ერთადერთი საბჭოთა და რუსეთში მოღვაწე რეჟისორია, რომლის ფილმმა „მიფრინავენ წეროები“ კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა.

ქართველი რეჟისორის, მიხეილ კალატოზოვის (კალატოზიშვილის) ფილმს „მარილი სვანეთს“ მოსკოვის გალერეაში На Каширке 4 აპრილს აჩვენებენ.

მიხეილ კალატოზოვმა ფილმი „მარილი სვანეთს“ ორი დაუსრულებელი ნამუშევრისგან დაამონტაჟა — სვანეთის ხედების შესახებ ფილმის და ფილმ „ბრმას“, რომელიც 1929 წელს გადაიღო. ფილმში მოთხრობილია უშგულის თემის სვანების ცხოვრების შესახებ, რომლებიც მდინარე ენგურის სათავესთან მდებარეობს.


გალერეა На Каширке მოსკოვში1986 წელს გაიხსნა. მრავალფუნქციურ ცენტრში მიმდინარეობს საგანმანათლებლო მუშაობა, ტარდება ლექციები, მასტერ-კლასები, კინოჩვენებები, კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები, ინტერაქტიური მხატვრული აქციები, წიგნების პრეზენტაციები, ფესტივალები.

მიხეილ კალატოზოვი დაიბადა თბილისში 1903 წლის 28 დეკემბერს. ახალგაზრდა ასაკიდან მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში მძღოლად, კინომექანიკოსად, მემონტაჟედ, ოპერატორად და სცენარისტად. 30 წლის ასაკში კალატოზოვმა ჩააბარა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიის ასპირანტურაში. დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და თბილისის კინოსტუდიის დირექტორად მუშაობდა.

მიხეილ კალატოზიშვილი ერთადერთი საბჭოთა და რუსეთში მოღვაწე რეჟისორია, რომლის ფილმმა „მიფრინავენ წეროები“ კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა.


"სპუტნიკ"