გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულმა SNGP-ის ფარგლებში საველე-სიტუაციური წვრთნები ჩაატარა

3-07-2021

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა.

წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბუბუნაური, ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე პოლკოვნიკი მარიან დორკა, პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე საქართველოში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფმა VIP უსაფრთხოების დაცვის, მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირების და განეიტრალების, ასევე შენობის წმენდის სავარჯიშოები შეასრულეს. სწავლება ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა და მიზნად ქართული ქვედანაყოფის ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონთან თავსებადობის გაზრდასა და მასში 2023 წლის ბოლოსთვის სრულუფლებიან წევრობისთვის მომზადებას ისახავს.

სექტემბრის ბოლოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველი ოცეული პოლონეთში, მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის სწავლებაში „SHARP LYNX”-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 18 ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.