გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარიამ ქვრივიშვილი: ევროვინგსის ხელმძღვანელობასთან ქუთაისში ფრენების დაწყების შესაძლებლობაზე ვისაუბრეთ

4-07-2021

„ავიაკომპანია „ევროვინგსის" პირველ რეისს თბილისს ეწვია ავიაკომპანიის მმართველი გუნდი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვქონოდა მათთან შეხვედრა, რომელიც იყო საკმაოდ ნაყოფიერი. შეხვედრისას ვისაუბრეთ, რომ გაფართოვდეს „ევროვინგსის" დაფარვის ზონა საქართველოში და თბილისის გარდა, მათ ასევე იფრინონ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში. ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდია მოთხოვნა „ევროვინგსის" რეისზე თბილისის მიმართულებით. სწორედ ამიტომაც მოლაპარაკება შეეხო ახალი ევროპული მიმართულებით შესაძლო ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია „ევროვინგსთან" შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ევროვინგსის" საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ივან ორეკი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

დღეიდან ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია „ევროვინგსმა" დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია აღნიშნულ რეისზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.