ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ოკუპირებულ აფხაზეთში სასათბურე კომპლექსები დახურვის პირასაა

4-04-2018

ოკუპირებულ აფხაზეთში მოყვანილი პროდუქტების რეალიზების პრობლემა მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთმა ფაროსანას გამო, ქვეყანაში მცენარეული წარმოების პროდუქციის შეტანა 2 აპრილიდან აკრძალა.


როგორც აფხაზურ მედიას სასათბურე კომპლექსების წარმომადგენელმა გენადი ბერულავამ განუცხადა, დათბობის პარალელურად სათბურებში მოსავალი სამჯერ იზრდება.



შესაბამისად, მისი თქმით, თუ რუსეთის მხრიდან პროდუქციის შეტანის აკრძალვა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება, კომპანიები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან.



ბერულავა ხაზს უსვამს, რომ სათბურებში მოყვანილი მოსავლის 90% რუსეთში გადის, ადგილობრივ ე.წ. ბაზარზე მხოლოდ 10-15% რჩება, იმ შემთხვევაში კი, თუ პროდუქციის რეალიზება ვერ მოხერხდა, სათბურების დახურვა მოხდება.



რუსეთის „როსსელხოზნადზორის“ გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე პროდუქციის შეტანის აკრძალვა 2 აპრილიდან მოქმედებს.



უწყების ინფორმაციით, „როსსელხოზნადზორის“ სპეციალსტებმა 24-25 მარტს აფხაზეთში ფაროსანას გავრცელების მონიტორინგი ჩაატარეს და სამწუხარო ფაქტის კონსტატაცია უწევთ, რომ რესპუბლიკაში კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობაა».

pia