გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იმამურა აკირას შეხვდა

5-07-2021

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ  საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობისა და დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება. ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციის დასწრების მნიშვნელობა, რაც მეტ დადებით იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის მეგობრულ ურთიერთობებს.

ამასთან, იაპონიის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, თავის მხრივ იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო ურთიერთქმედების გაგრძელებაზე, როგორც ორმხრივი, ასვე მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან მიმართებაში.