გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვლადიმერ ბოჟაძე: ,,პრაიდის" ჩატარების მცდელობის მიზანი სახელმწიფოს და ეკლესიის დისკრედიტაცია იყო, თითქოს სახელმწიფო უმცირესობების უფლებების დაცვას

5-07-2021

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ,,პრაიდის" ჩატარების მცდელობის მიზანი სახელმწიფოს და ეკლესიის დისკრედიტაცია იყო, თითქოს სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს უმცირესობების უფლებების დაცვას. - ამის შესახებ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სწორედ ამის წინააღმდეგ იყო მიმართული ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და ამიტომაც გახდა პრემიერ-მინისტრი მასირებული შეტევის სამიზნე.

„ეს დანიშნულება ქონდა ,,პრაიდის" ჩატარების მცდელობას, მოეხდინად სახელმწიფოს და ეკლესიის დისკრედიტაცია, თითქოს სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს უმცირესობების უფლებების დაცვას და თითქოს ძალადობა ეკლესიის სახელით ხორციელდება! სწორედ ამის წინააღმდეგ იყო მიმართული ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და სწორედ ამიტომაც გახდა პრემიერ-მინისტრი მასირებული შეტევის სამიზნე. 2013 წლის მერე არაფერი შეცვლილაო ,,დანანებით" ამბობენ რადიკალური ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის ნაწილი, 8 წლიანი მიზანმიმართული, მრავალმილიონიანი შტურმის მიუხედავად ვერ დავასუსტეთ ვერც სახელმწიფო და ვერ ეკლესიაო, ვერც ვერასოდეს მიაღწევთ ამას, ვერასოდეს“ - წერს facebook გვერდზე ვლადიმერ ბოჟაძე.