გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კობა კობალაძე მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის მმართველი გუნდის წევრებს შეხვდა

6-07-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის მმართველი გუნდის წევრებთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც სპორტის, ამ უკვე ოლიმპიური სახეობის მეტად პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა თაობის უფრო აქტიურად ჩართულობისთვის უნდა იქნეს დაძლეული; სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და შესაბამისი უწყებების მეტი მხარდაჭერა; ხაზგასმით აღინიშნა მეკლდეურობის როლის შესახებ მომავალი თაობის როგორც ფიზიკურ, ასევე, სულიერ აღზრდაში,რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ წინგადადგმული ნაბიჯია, რამეთუ მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციას, რომელიც ასეულობით მოზარდსა და 50-მდე მაღალი დონის ინსტრუქტორს აერთიანებს, არც თუ მოკრძალებული წვლილი მიუძღვის საჩხერის სამთო მომზადების ბატალიონისა და სპეცდანიშნულების რაზმების, როგორც ფიზიკურ, ასევე, ინფრასტრუქტურულ მომზადებაში და სამაშველო ოპერაციებში.

ფედერაციის პრეზიდენტმა, ლადო გურჩიანმა აღნიშნა, რომ უკვე ათეული წლებია, ფედერაცია ატარებს საქართველოს ჩემპიონატებს ბავშვებს შორის, რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში, სადაც ყველაზე პატარა ასაკი 5 წელია; მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც სასკოლო ასაკის მოზარდთა სპორტის ამ სახეობაში ჩართულობა, რაც, თავის მხრივ, დამატებით რესურსებს მოითხოვს და რაშიც, ფედერაციას, შესაბამისი უწყებების მხარდაჭერის იმედი აქვს; ფედერაციის წევრები, ასევე, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირებს შორის, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მირზა ლიპარტელიანმა აღნიშნეს, მათ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, რაშიც სახელმწიფოს და შესაბამისი უწყებების უფრო მეტი თანადგომა უმნიშვნელოვანესია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და დირექტორის პირველ მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, რომლებიც, ამავდროულად, ფედერაციის საპატიო პრეზიდენტებიც გახლავთ, იმედოვნებენ, რომ ფედერაციის აქტიური მხარდაჭერით, უფრო მეტი ვეტერანის შვილი იქნება ჩართული სპორტის ამ სახეობაში, რაც მათ მხედრულ აღზრდაში მნიშვნელოვანი ფაქტორია.