გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ღვინის კატეგორიებს დეალკოჰოლიზებული ღვინო და ღვინისებური სასმელი ემატება

6-07-2021

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც ღვინის ახალი კატეგორიების, „დეალკოჰოლიზებული ღვინის" და ღვინისეული სასმელის დამატებას ითვალისწინებს.


ცვლილებები, ღვინის საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებისა და ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება და ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.


კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" პროექტი, ასევე არეგულირებს სერტიფიცირების საკითხს.


სერტიფიცირება. რომელიც აქამდე მხოლოდ ექსპორტზე ვრცელდებოდა და ადგილობრივ ბაზარზე სერტიფიცირებას მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი ექვემდებარებოდა, ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელისთვის სავალდებულო ხდება.


მომხსენებელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განმარტა, რომ ამ მუხლთან დაკავშირებით კერძო სექტორს გონივრული ვადა ეძლევა და შესაბამისად ის 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.


პროექტით ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტზე ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობის მიღების უფლება ენიჭება.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პირველი მოსმენით.