გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებს: სახელმწიფო ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და აუცილებლად უზრუნველყოფს თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე

6-07-2021

„ჟურნალისტებს გისურვებთ წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს", - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს.



მისის თქმით, ჟურნალისტებთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ძალადობას, შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და სამართალდარღვევებს, რასაც ექნება ადეკვატური, პროპორციული სამართლებრივი რეაგირება.

„იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც ქართულ ტრადიციებთან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს იმისთვის, რომ დაეცვათ თითოეული ჟურნალისტი, თუ თითოეული მოქალაქე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.