გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლიბერთი თავისი მოხმარებლისთვის ელ.ენერგიის გადახდის საკომისიოს ახალ პროვაიდერ „თელმიკოსთან“ ივლისის ბოლომდე გაანულებს

6-07-2021

1 ივლისიდან, შეიცვალა ელ.ენერგიის მომწოდებელი კომპანია და „თელასის“ აბონენტებს, კომპანია „თელმიკო“ ემსახურება. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად გახდა „თელმიკოს“ აბონენტი, თუმცა ცვლილების გამო, ივლისის თვეში, მომხმარებელთა ნაწილს 30 ივნისამდე დარიცხული დავალიანების „თელასის“ გადასახადის სახით დაერიცხებათ, ხოლო 1 ივლისის შემდეგ, უკვე ახალი პროვაიდერის „თელმიკოს“ სახელით.

შესაბამისად, ივლისის თვეში, მომხმარებლების გარკვეულ რაოდენობას პარალელურად ორ კომპანიასთან მოუწევს ელ.ენერგიის გადასახადის გადახდა.

იმისთვის, რომ მომხმარებელმა გარდამავალ თვეში, დისკომფორტის და დამატებითი ხარჯის გარეშე შეძლოს ელ.ენერგიის საფასურის გადახდა, ლიბერთი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, 1 თვით, 2021 წლის 31 ივლისამდე ყველა არხში გააუქმოს ახალი პროვაიდერის „თელმიკოს“ გადახდის საკომისიო.

ელექტრო მომწოდებელი კომპანიის ცვლილება, მომხმარებლისთვის ლიბერთიმ გაამარტივა მომსახურების ყველა არხში:

* უმოკლეს დროში დაინერგა სიახლე სწრაფი გადახდის აპარატებში: PAY აპარატებში, უკვე ხელმისაწვდომია „გაერთიანებული კომუნალურების“ მენიუ, რომელშიც ავტომატურად გამოჩნდება „თელასის“, „თელმიკოს“, „GWP“-ის და „თბილსერვის ჯგუფის“ გადასახდელი სერვისები.

* ინტერნეტ და მობაილ ბანკში, ელ.ენერგიის ახალი პროვაიდერის დამატება არსებული აბონენტის ნომრით მარტივადაა შესაძლებელი. ფილიალებსა და სერვის ცენტრებში გადახდისას კი გადამოწმდება ორივე სერვისის დავალიანება.

სოციალური ბარათის მფლობელებისთვის და უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საკომისიოს გარეშე იხდიდნენ „თელასის“ გადასახადს, „თელმიკოს“ გადახდის საკომისიო, დარჩება უფასო.

მომხმარებლები, რომლებიც „თელასის“ ელ.ენერგიაზე სარგებლობდნენ ავტომატური გადარიცხვის სერვისით, სერვის ცენტრში ან ინტერნეტ/მობაილ ბანკში მარტივად შეძლებენ „თელმიკოს“ ავტომატური გადარიცხვის დარეგისტრირებას.