გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: ექსპორტზე ორიენტირებულ და იმპორტჩამნაცვლებელ ბიზნესებს მხარდაჭერის ახალ, კომპლექსურ ბერკეტს შევთავაზებთ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში

6-07-2021

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში," რომელმაც არაერთხელ დაადასტურა თავისი ეფექტურობა, მათ შორის, განსაკუთრებით, 2020 წლის კრიზისის დროს, როცა გაკოტრებას გადაარჩინა ბევრი საწარმო, ხოლო სამუშაო ადგილის დაკარგვას - ათასობით ადამიანი, განახლებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას და კვლავ იქნება სწრაფი განვითარების ამოცანებზე ორიენტირებული" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა „ბიოლში" გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების ათწლიანი ხედვა წარადგინა.

მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი სიახლე იქნება ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის ჩამნაცვლებელი პოტენციური დარგებისთვის წახალისების სპეციალური მხარდაჭერის მექანიზმების შეთავაზება.

„იდენტიფიცირებული გვაქვს 50-მდე სხვადასხვა დარგი, სადაც გაგვაჩნია ამის დიდი პოტენციალი. ჩვენ მათ შევთავაზებთ კომპლექსურ, ერთიან ბერკეტს, რომელიც, ერთდროულად მოიცავს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, საკრედიტო-საგარანტიო მხარდაჭერას და ასევე სრულიად ახალ კომპონენტს - გრანტს" - აღნიშნა ნათია თურნავამ

მისივე განმარტებით, ამ კომპლექსურ, ერთიან პაკეტში სესხის პროცენტის სუბსიდირება გაგრძელდება სესხის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში და არა 3 წლის მანძილზე, როგორც დღეს გვაქვს, ხოლო გრანტი იქნება სესხის მოცულობის 15 პროცენტი, მაქსიმუმ ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით.

„რატომ გრანტი? - იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც არის ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული მცირე ბიზნესში და რაც ხელს უშლის სახსრების მეტად მოზიდვას, განვითარებასა და გადაიარაღებას, არის საკუთარი კაპიტალის ნაკლებობა. სწორედ ამ პრობლემის ადრესირებას ვაკეთებთ გრანტით და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლებელი ინდუსტრიებისთვის"- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.