გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე: დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილი მიტინგი სააკაშვილის და ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს

6-07-2021

„ვინ იღებს სარგებელს იქიდან რაც მოხდა? ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი არის სწორედ სააკაშვილი“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

მისი თქმით, დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილი მიტინგიც, სწორედ სააკაშვილის და ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს.

„გუშინ "ნაცების" მომხრეები მეუბნებოდნენ რატომ ეძებ სააკაშვილის კვალს "პრაიდთან" დაკავშირებულ ამბებშიო. ვინ იღებს სარგებელს იქიდან რაც მოხდა? ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი არის სწორედ სააკაშვილი.

დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილი მიტინგიც, რა კეთილშობილური შესაფუთითაც არ უნდა შეიფუთოს, სწორედ სააკაშვილის და ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს, ისე როგორც 2003 წელს ყველა ენჯეო ვინც იყო ჩართული, პრაქტიკულად სააკაშვილზე მუშაობდა.

ვხედავთ როგორ აყელყელავებენ დიდი ხანია არქივში გადაყრილ ამერიკელ თუ ევროპელ ყოფილ მაღალჩინოსნებს და ექსპერტებს. იმედი აქვთ, რომ ამჯერად მაინც რამეს გამოადნობენ.
ვერაფერსაც ვერ გამოადნობენ, რადგანაც საზოგადოების უმრავლესობას ამნეზია არ სჭირს“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.