გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას: მედიის დასაცავად კი არა, რისთვისაც გავეშებული იბრძვით 9 წელია, ისევ იმისთვის იკრიბებით, ხალხს სიმართლე უთხარით

6-07-2021

„დღეს დაანონსდა აქცია პარლამენტთან და ხალხს ურევენ ტვინს, რომ თითქოს ეს არის მედიის მხარდამჭერი აქცია, სინამდვილეში ამ აქციაზე იქნებიან ეკლესიის და პატრიარქის მაგინებლები - უგულავა, გირჩი და ა.შ. - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი დღეს ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას.

„როცა აქციის ჩატარების ერთი ადგილი არ გაქვს და ისევ მედიას ეფარები - დღეს დაანონსდა აქცია პარლამენტთან და ხალხს ურევენ ტვინს, რომ თითქოს ეს არის მედიის მხარდამჭერი აქცია... სინამდვილეში ამ აქციაზე იქნებიან ეკლესიის და პატრიარქის მაგინებლები - უგულავა, გირჩი და აშ...

მედიის დასაცავად კი არა, რისთვისაც გავეშებული იბრძვით 9 წელია, ისევ იმისთვის იკრიბებით და ხალხს სიმართლე უთხარით!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი facebook-ზე.