გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბინა, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნეა, პანკისის ხეობაში მცხოვრების საკუთრებაა

22-11-2017

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 46–ე კორპუსში, მე–2 სართულზე მდებარე ბინა, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნეა და რომელსაც თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებში ცეცხლი უკიდია, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ა. ჯ.-ს ეკუთვნის. ეს ინფორმაცია სააგენტო „რეგინფოს“, გავრცელებული ვიდეომასალის ნახვის შემდეგ ა. ჯ.-ის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

ა.ჯ.-ის ახლობლების ინფორმაციით, ასლანბეგმა ბინა ერთი თვის წინ გააქირავა მისი ცოლისძმის, 38 წლის რ. გ–შვილის დახმარებით, რომელიც ასევე პანკისის ხეობის მკვიდრია. მასთან დაკავშირებას, ოჯახის წევრები წუხელ გვიან საღამოდან ვეღარ ახერხებენ.


წყარო: reginfo.ge