გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ არეულობის შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში

7-07-2021

მთავარია, ვებრძოლოთ აგრესიის გენერირების წყაროებს. ვიცით, რომ არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ ხელთ არსებული მედიასაშუალებები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ არეულობის შემოტანას ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სამომავლოდ მოხდეს ძალადობის პრევენცია. ძალიან მნიშვნელოვანია მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება, თუმცა ეს არის ამ საკითხის მხოლოდ ერთი ლოკალური გადაწყვეტა. მთავარია, ვებრძოლოთ აგრესიის გენერირების წყაროებს. ვიცით, რომ არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ ხელთ არსებული მედიასაშუალებები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ არეულობის შემოტანას ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ეს არის მთავარი პრობლემა და წყარო იმ აგრესიისა, რომელიც გუშინ ქუჩებში ვიხილეთ. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ რაციონალური ინსტრუმენტები და არ მივცეთ ესკალაციის საშუალება. საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას“, - განაცხადა კობახიძემ.