გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მაკა ბოჭორიშვილი: რუსეთის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები შავი ზღვის უსაფრთხოების მომავალს საკმაოდ საშიშ სახეს აძლევს

7-07-2021

„დღეს კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. რუსეთმა სათავე დაუდო ე.წ. „ახალ რეალობას" და მუდმივად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისთვის. ბოლო რამდენიმე წელმა ნათლად აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი ხშირად ხდება დაპირისპირებათა ეპიცენტრი. რუსეთის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები საკმაოდ საშიშ სახეს აძლევს შავი ზღვის უსაფრთხოების მომავალს. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ მთავარ უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება, რომლის წინაშეც ამჟამად ვდგავართ", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

მიმართვაში ასევე საუბარია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და მათი ეფექტიანი უზრუნველყოფისთვის საჭიროა ძალისხმევაზე.

მაკა ბოჭორიშვილი 2021 წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ძალადობის ადგილი არ არის საქართველოში. თითოეული ძალადობის ფაქტს მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. საქართველო არის ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობების ერთგული".