გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს მთელი მთავრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გმირობისთვის

7-07-2021

"ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს მთელი მთავრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გმირობისთვის" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 10 წლიანი გეგმის „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030" წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კოვიდ პანდემია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის და ამ პროცესში ქართველმა ექიმებმა საოცარი გმირობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს.



„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარვსდგე. მე მინდა პირველ რიგში გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მთელი მთავრობის სახელით თქვენი გმირობისთვის. რაც თქვენ გააკეთეთ, ეს არის ფასდაუდებელი საქმე ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოგეხსენებათ, რომ კოვიდ პანდემია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამ პროცესში თქვენ საოცარი გმირობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეთ, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.