4-04-2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან, სოფლის ცენტრში, ყოფილი წისქვილკომბინატის ადმინისტრაციული შენობის წინ, ეკლესიის მშენებლობისათვის, მიწის გამოყოფას ითხოვს.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" სოფელ ოზურგეთიდან აცნობეს.
მოსახლეობამ აღნიშნული მოთხოვნით ხელისუფლებას ოფიციალური განცხადებით, რომელსაც ხელს 400-ზე მეტი სოფლის მაცხოვრებელი აწერს, ოზურგეთის მერიას უკვე მიმართა.