გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოლივერ ვარჰეი: იმედი მაქვს, ჩემს მიერ ნახსენები ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა დაეხმარება საქართველოს, დააჩქაროს ევროკავშირთან ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია

7-07-2021

იმედი მაქვს, ჩემს მიერ ნახსენები ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა დაეხმარება საქართველოს, დააჩქაროს ევროკავშირთან ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია-ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს პერსპექტივას-რა თქმა უნდა, ეს საქართველოს პრეროგატივაა და როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ნათელია: ევროკავშირში განაცხადის შეტანისთვის არსებობს პროცედურა. როცა ქვეყანა ცდილობს ამხელა განაცხადი გააკეთოს, მან არგუმენტირებულად უნდა მოახდინოს თავისი პოზიციის გამყარება, იმიტომ, რომ ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია დაძლიოს ყველა გამოწვევა და ყველა ის პირობა შეასრულოს, რაც არსებობს წევრობისთვის. მე ასევე ვიცი საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერი, რომ საბოლოო მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. სწორედ ამიტომ, მსგავსი დათქმა არსებობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმებაში, რომ საქართველო კისრულობს ვალდებულებას, ამ გზაზე შეასრულოს ყველა ვალდებულება. საუკეთესო გზა ამ გზაზე წინსვლისთვის სწორედ იმ დათქმების შესრულებაა, რაც ხელმოწერილი გვაქვს იმიტომ, რომ სწორედ ამ გზით -ამ პირობების და ვალდებულებების შესრულებით შეიძლება დაამტკიცოთ, რომ ამ ვალდებულებებთან მიმართებაში სერიოზულნი ხართ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი არსებული მექანიზმებით, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც მე ვახსენე, იმედი მაქვს, რომ დაეხმარება ქვეყანას, დააჩქაროს ევროკავშირთან ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია, რომ მოხდეს თქვენი საზოგადოების და ეკონომიკის ჩვენთან, ევროკავშირთან ინტეგრაცია",- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.