გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

8-07-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის

სამცხე-ჯავახეთის  სამმართველოს  თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტების ფაქტზე,  სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის  რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების უგულებელყოფით, მოქალაქეს მიაქირავა, ქ. ახალციხეში მდებარე, სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამგებლობაში არსებული საოფისე ფართი, რომლის სანაცვლოდაც, გამოართვა ფულადი თანხა 1 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.