გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფელ ერგნეთში საოკუპაციო ზონაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ტექნიკური შეხვედრა გაიმართა

8-07-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი მიმდინარე საირიგაციო სეზონზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა იყო.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლდათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისათვის კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა.

„განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების საირიგაციო სეზონზე წყალმომარაგების უზრუნველყოფის საკითხი. მოგეხსენებათ არის ირიგაციის სეზონი, არის სიცხე, შესაბამისად წარმოიქმნა გარკვეული პრობლემები სარწყავი წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხების განხილვა. დაისახა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ირაკლი ანთაძემ ასევე აღნიშნა, რომ საირიგაციო წყლით სოფლების მომარაგების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია ორი წლის წინ.

„ეს შეთანხმება მოქმედებს და რა თქმა უნდა ძალაშია, თუმცა პერიოდულად, განსაკუთრებით როდესაც არის ცხელი დღეები, მდინარეში წყლის დონეს ახასიათებს გარკვეული ფლუქტუაცია, რა დროსაც სოფლებს წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება. სწორედ ამისთვის შევიკრიბეთ დღეს, რომ გაგვეხილა საკითხები ამ პრობლემის გადასაჭრელად და მინიმუმამდე დასაყვანად“,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქეების ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხს.

„მოგეხსენებათ, მომავალ სამშაბათს არის ინციდნეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა. ასევე, მთავარი განსახილველი თემა იქნება კვლავ ჩვენი თანამოქალაქეების ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის საკითხი.

საუბარი გარკვეულწილად შეეხო ამ თემასაც, მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ შეხვედრიდან შეხვედრამდე, არამედ კონსულტაციები წარმოებს პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში“,- აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.