გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კოვზანაძე სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

9-07-2021

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები, მათ შორის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, საბიუჯეტო საკითხები, ინფლაცია, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სხვა.

ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიას გაუზიარა საკუთარი შეხედულებები მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს.