გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე, 30 წლის კობა პაპაშვილი მოკლეს

22-11-2017

საფრანგეთში ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში მცხოვრები 30 წლის კობა პაპაშვილი მოკლეს. გარდაცვლილის თანასოფლელების ინფორმაციით, ის საქართველოს მოქალაქემ, 55 წლის მამაკაცმა მოკლა, რომელიც უკვე დაკავებულია.

სოფელ მთისძირში გამგებლის წარმომადგენლის, ბორის დარიაშვილის ინფორმაციით, კობა პაპაშვილი პოლონურ კომპანიაში მუშაობდა, რომელსაც ტვირთი საფრანგეთიდან გადაჰქონდა. მამაკაცი, რომელიც განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული მასთან ერთად მუშაობდა.

„კობა ძალიან წესიერი ბიჭი იყო. მამასთან ერთად ევროპაში მუშაობდა და ყოველ სამ თვეში უკან ბრუნდებოდა. ამჟამად მამამისი აქ არის. 27 ნოემბერს უნდა დაბრუნებულიყო უკან და გუშინ ასეთი ამბავი შეატყობინეს. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა“, - განაცხადა ბორის დარიაშვილმა.

კობა პაპაშვილის გადმოსვენებაში ოჯახს საქართველოს საგარეო საქმეა სამინისტრო ეხმარება.


წყარო: reginfo.ge