გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"საუკუნის პროექტი ქუთაისისთვის" - რიონისპირა სახლების რესტავრაცია იგეგმება

4-04-2018

ქუთაისში რიონისპირა სახლების რესტავრაცია-მშენებლობა იგეგმება, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

მერიის ინფორმაციით, ამ თემაზე სასაუბროდ ქალაქის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად არქიტექტორებს შეხვდა, რომელთაც უკვე წლებია შექმნილი აქვთ რიონისპირა სახლების მშენებლობა-რესტავრაციის პროექტი თუმცა, ამ დრომდე მისით არავინ დაინტერესებულა.

ქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელია ქუთაისში ისტორიულ უბანს და შენობა-ნაგებობს სათანადო ყურადღება მიექცეს, აღდგეს და განახლდეს იმისთვის, რომ ქალაქმა ისტორიული იერსახე შეინარჩუნოს,  ამასთანავე,  ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს.

საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან. ასევე რამდენიმე დღეში იგეგმება პროექტის პრეზენტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომლის დასრულების შემდეგ ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

,,ეს ქუთაისისთვის იქნება საუკუნის პროექტი. აღნიშნულ შენობებს რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. ჩვენ ამით გადავარჩენთ და აღვადგენთ ქალაქის ისტორიულ იერსახეს და ამასთანავე აღნიშნული ადგილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება უცხოელი ვიზიტორებისთვის", -განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

newpress