გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ელისო ბოლქვაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფატმან ჯერენ იაზგანს შეხვდა

9-07-2021

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფატმან ჯერენ იაზგანს შეხვდა.



შეხვედრაზე კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ახალი იდეების განხორციელებაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს შავი ზღვის აუზის ქვეყნების დაახლოების საკითხებზე.



„2022 წელს ბათუმში შავი ზღვის ქვეყნების ფესტივალი გაიმართება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ფესტივალის მნიშვნელობაზე კულტურული დიპლომატიის კუთხით. მასში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.