გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

როგორი ამინდი გველის აღდგომას

4-04-2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-5 აპრილს საქართველოს ზოგ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

5 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს. შიდა ქართლში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -3 გრადუსამდე დაეცეს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით კი +2, +4 გრადუსამდე დაიკლებს.

სააღდგომოდ 7,8,9 აპრილს შესაძლებელია, 23-28 გრადუსი სითბო აღინიშნოს. მთიან რაიონებში 19-24, მაღალმთიან რაიონებში 10-15 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

cyc.ge