გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს, მას აქვს გამოკვეთილი ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ სახელმწიფო

9-07-2021

"თაკო ჩარკვიანი აცხადებს "ღარიბაშვილი გადადგება, ნუ თუ რაღაც "საოცრება" არ მოხდა!!! ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. მას გამოკვეთილი ხედვა და პოზიცია აქვს თუ როგორ უნდა განვავითაროთ სახელმწიფო” - საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის სტატუსს ეხმიანება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ წერს.

,,მისი პრემიერობა სულ რაღაც 100 დღეს ითვლის, მაგრამ მან მოახერხა და უკვე დადო ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. დავუბრუნდეთ რეალობას "გადადგომაზე" პასუხისმგებლობიდან გაქცევაზე საავტორო უფლებები გიორგი გახარიასია, წამებაზე თუ ქვეყნიდან გაქცევაზე საავტორო უფლებები მიხეილ სააკაშვილის, ,,ფეიკ ნიუსებზე'' საავტორო უფლებები ნიკა გვარამიასი, წყაროზე დაყრდნობით მონაჭორზე საავტორო უფლებები ელისო კილაძისაა. აბსურდულ ისტერიაზე საავტორო უფლებები თაკო ჩარკვიანისაა.’’ წერს თამთა მეგრელიშვილი facebook გვერდზე.