გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობისა

10-07-2021

დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ, ასევე, 2018-2020 წლებში არაერთი ღონისძიებით აღნიშნა მაჰათმა განდის 150 წლისთავი.

„მინდა აღვნიშნო, რომ რომ საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია, რომელმაც 2018-2020 წლებში არაერთი ღონისძიებით აღნიშნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, გენიალური მოაზროვნის, უდიდესი ფიგურის და საზოგადო მოღვაწის, მაჰათმა განდის 150 წლისთავი. დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობისა,"- აღნიშნა პრემიერმა.