გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრობის და თანამშრომლობის კონტექსტში, საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერებით, ჩვენმა პრემიერმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი საქართველოს გადმოცემოდა

10-07-2021

ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრობის და თანამშრომლობის კონტექსტში, საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერების საფუძველზე, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი გადმოცემოდა საქართველოს, - ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ქვეყანას ოფიციალურად გადაეცემა წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.

„ძალიან მახარებს, რომ დღეს აქ ვარ. მე ვარ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთიდან, რომელიც საქართველოს ეწვია, თუმცა საქართველოში ჩამოვედი იმ განწყობით, რომ განსაკუთრებული მისია ვიკისრო. როგორც ყველამ კარგად იცით, ჩვენ შევინახეთ და სათუთად გავუფრთხილდით საქართველოს ძალიან ძვირფას მადლს - მრავალწამებული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს. ბუნებრივია, გასაგები იყო დიდი ინტერესი საქართველოდან, ყველა ეს წმინდა ნაწილი მუდმივ მფლობელობაში რომ გადმოცემოდა ქვეყანას, რადგან მრავალწამებული დედოფალი ძალიან აღიარებულია თქვენს საზოგადოებაში. ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრობის და თანამშრომლობის კონტექსტში, ამ საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერების საფუძველზე, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი გადმოცემოდა საქართველოს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ პირადად ჩამომებრძანებინა ეს წმინდა ნაწილი და სულმოუთქმელად ველი, რომ დღეს გაიმართება ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ქვეყანას ოფიციალურად გადმოეცემა მრავალწამებული დედოფლის წმინდა ნაწილი. შეხვედრაზე, ასევე საქართველოს კათოლიკოსსაც ვიხილავ,"- აღნიშნა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.