გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ამილახვარი: ვისაც სურვილი აქვს ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო ვიმუშაოთ სასამართლო სისტემის მომდევნო რეფორმებზე, ვისაც არა, მისი განაჩენი დადგება ოქტომბრის არჩევნებზე

10-07-2021

„სასამართლო ხელისუფლება დღეს ყველაზე დამოუკიდებელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ცხადია, ეს საკმარისი არაა და რეფორმები უნდა გაგრძელდეს“ - წერს უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი Facebook-ის გვერდზე.

მისი თქმით, სამწუხაროა რომ ოპონენტებს მხარს უბამენ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანია მხოლოდ დესტაბილიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა.

„ვისაც სურვილი აქვს ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო ვიმუშაოთ სასამართლო სისტემის მომდევნო რეფორმებზე, ხოლო ვისაც არა მისი განაჩენი დადგება ოქტომბრის არჩევნებზე; სამწუხაროა რომ, ზუსტად იგივე სულისკვეთებით ააგორეს მავანმა პროცესის წინასწარ დამაზიანებელი კამპანია ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით. სამწუხაროა რომ ჩვენს ოპონენტებს ასევე მხარს უბამენ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის მხოლოდ დესტაბილიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა“ - წერს გიორგი ამილახვარი.

ამილახვარი აქვე სტატისტიკასაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე 10 ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, რვაჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელები და სხვა.

„სასამართლო ხელისუფლება დღეს ყველაზე დამოუკიდებელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა! ცხადია, ეს საკმარისი არაა და რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

„ვინც ვერ ხედავს განსხვავებას 2012 წლამდე არსებულ სასამართლოსა და მას შემდეგ ვითარებაზე, როგორც ყოველთვის ჩვენი ოპონენტების მშრალ საბჭოურ პროპაგანდას და ჩირქის მოცხებას მიღწეულ შედეგებზე - დავუპირისპირებთ სუბიექტურობისგან დაცლილ კონკრეტულ ციფრებს;

2012 წლიდან დღემდე 10 ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა;
განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება“
18- ჯერ შემცირდა გირაოს შეფარდება;
5- ჯერ შემცირდა ჯარიმის შეფარდება;
8- ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობები;
8- ჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელები;
და ეს ყველაფერი არაა!
ვისაც სურვილი აქვს ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო ვიმუშაოთ სასამართლო სისტემის მომდევნო რეფორმებზე, ხოლო ვისაც არა მისი განაჩენი დადგება ოქტომბრის არჩევნებზე;

სამწუხაროა რომ, ზუსტად იგივე სულისკვეთებით ააგორეს მავანმა პროცესის წინასწარ დამაზიანებელი კამპანია ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით;
სამწუხაროა რომ ჩვენს ოპონენტებს ასევე მხარს უბამენ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის მხოლოდ დესტაბილიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა“ - წერს გიორგი ამილახვარი.