გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ბასიანი 2021“ გაიხსნა

11-07-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით სწავლება „ბასიანი 2021“ დაიწყო. სამეთაურო-საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ გახსნა. მან მოწვეულ სტუმრებს და მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება უწყებათაშორის თანამშრომლობაზე გაამახვილა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში აღმოსავლეთის სარდლობის შტაბი, პირველი ქვეითი ბრიგადა, განათლების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობები, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. „ბასიანი 2021“ ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სწავლება მიზნად ისახავს კომპონენტების დახვეწას, რაც აუცილებელია საბრძოლო მოქმედებებისა და თავდაცვითი ოპერაციების წარმოების დროს. სწავლების ყველა ფაზა ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლების სახელმძღვანელოს დირექტივების მიხედვით განხორციელდება.