გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამირან სალუქვაძე: რამდენიმე საათი სჭირდება ექსპერტიზის პირველად მონაცემებს, შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები, ნურავინ შეეცდება მანამდე ამ ტრაგედიაზე პოლიტიკის გაკეთებას

11-07-2021

„ვუთანაგრძნობ ლექსო ლაშქარავას ოჯახს. ძალიან სამწუხაროა. ვუსმენ განცხადებებს. მესმის თქვენი, ვინც ახლა ემოციურ განცხადებებს აკეთებთ. მაგრამ, შეეშვით პატრიარქის მისამართით არასწორ მოწოდებებს. არ აღმოჩნდეთ უხერხულ მდგომარეობაში. პატრიარქს ძალადობისკენ მაშინაც კი არ მოუწოდებია, როცა პირადად მას აყენებდნენ უმძიმეს შეურაცხყოფებს. ლოცვით პასუხობდა. ასე რომ პატრიარქი და ძალადობა შორსაა’ - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რამდენიმე საათი სჭირდება ექსპერტიზის პირველად მონაცემებს. შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. ნურავინ შეეცდება მანამდე ამ ტრაგედიაზე პოლიტიკის გაკეთებას.

„ექსპერტიზა რომ უნდა ჩატარდეს, აქსიომაა და გაუგებარია საია-ს სხვათა პოზიცია, პოლიციამ ძალად გადაიყვანა ექსპერტიზაზეო. ორი ს/ს საქმეა აღძრული. სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ?

რა მიზეზითაც არ უნდა გარდაცვლილიყო, ძალადობას რომ ყოველთვის უნდა გავემიჯნოთ, აქსიომაა. ვინც ამ დღეებში გაუგებარი კომენტარები დამიწერა, ვინც ამ დღეებში ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებდა, ალბათ დაფიქრდებით. ვიმეორებ, მიუხედავად გარდაცვალების მიზეზისა.

ამავე დროს, რამდენიმე საათი სჭირდება ექსპერტიზის პირველად მონაცემებს. შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. ნურავინ შეეცდება მანამდე ამ ტრაგედიაზე პოლიტიკის გაკეთებას.

განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც საზოგადოებაზე მეტი ინფორმაცია გააჩნიათ.

დაველოდოთ დღის ბოლომდე ექსპერტიზის დასკვნებს!“ - წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ის გვერდზე.