გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთში სკოლის მოსწავლის შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

5-04-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი სოფლის სკოლის მოსწავლე გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე. პოლიციას რეაგირებისთვის გოგონას დედამ მიმართა. გოგონას სხეულზე დაზიანებები აქვს. 15 წლის ბავშვი რამდენიმე დღეა სკოლაშიც არ დადის.

სკოლის დირექტორის განცხადებით, ბავშვი სკოლაში იმიტომ არ დადის, რომ „ჭორი გაუვრცელეს და დათრგუნულია. გოგონა ბებიასთან იზრდება და ამბობენ, რომ მასზე სხვა რაიონში მცხოვრებმა მამაკაცმა იძალადა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგონას შესაძლო გაუპატიიურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას.

reginfo.ge