გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოზარ სუბარი: ლექსო ლაშქარავას საქმეზე სისხლის სამართლის წესით 19 ადამიანია დაკავებული და გაცილებით მეტია, რომელთა ვინაობაც კიდევ გამოვლინდება

12-07-2021

რამდენადაც ვიცი, სისხლის სამართლის წესით 19 ადამიანია დაკავებული და გაცილებით მეტია, რომელთა ვინაობაც გამოვლინდება. ასევე წარედგინებათ ბრალი, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედის კვირის“ ეთერში გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მან ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და მთელ საქართველოს მიუსამძიმრა. აღნიშნა, რომ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება ყველას საერთო ტკივილია.

„შემაძრწუნებელი იყო ის, რაც ვიხილეთ და ვფიქრობ, არავინ ველოდით. პირადად მე გაოგნებული ვიყავი, აგრესიისა და ზიზღის, ძალადობის იმ გამოვლინებით, რომელიც იმ დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ. ფოკუსი იყო ჟურნალისტებზე, რაც ასევე გამაოგნებელი იყო და არა მხოლოდ ჟურნალისტებზე და ეს იყო ძალიან მძიმე საყურებელი.

რამდენადაც ვიცი, სისხლის სამართლის წესით 19 ადამიანია დაკავებული და გაცილებით მეტია, რომელთა ვინაობაც გამოვლინდება. ასევე წარედგინებათ ბრალი და რამდენიმე ათეული ადამიანი ადმინისტრაციული წესით, რომელთაც მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი“, - განაცხადა სუბარმა.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.