გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანდრია გვიდიანი: პარლამენტის შენობაზე მიტანილმა შტურმმა ნათლად აჩვენა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიული და ჟურნალისტური ხაზი სრულად წაშლილია

12-07-2021

„ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერცერთი სცენარით ვერ განხორციელდება ქვეყნიდან გაგდებული სააკაშვილის მითითებებით და ადგილზე გვარამიას დირიჟორობით დაგეგმილი რევოლუცია. არ გაგივათ ეს რევანში - გამორიცხულია!“ - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პარლამენტის შენობაზე მიტანილმა შტურმმა ნათლად აჩვენა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიული და ჟურნალისტური ხაზი სრულად წაშლილია.

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, იმაზე ამორალური და ფარისევლური არაფერია, როცა ხედავ, როგორ ცდილობენ პოლიტიკური ცხოველები ახლად გაციებულ ცხედრებზე ხელის მოთბობას.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იყო შეგრძნება, რომ პროტესტი ჯანსაღ ხასიათს ატარებდა. განსაკუთრებით უჩვეულოდ ჩანდა პოლიტიკური საფრთხობელების გარეშე მიმდინარე აქცია, რომელიც გუშინდელ დღეს სულ სხვა ეგზოტიკას სძენდა. ბევრი აპოლიტიკური ადამიანი გამოვიდა აქციაზე და დიდი ემოციური ფონის გამო, გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა საპროტესტო აქციის მიმართ.

თუმცა, რაც დღეს პარლამენტის შენობაში ხდება, ეს უკვე ნათლად აჩვენებს, რომ ამ პროტესტს არაფერი აქვს საერთო არც თავისუფლებასთან, არც ადამიანის უფლებებთან და არც რაიმე სხვა ღირებულთან. პარლამენტის შენობაზე მიტანილმა შტურმმა ნათლად აჩვენა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიული და ჟურნალისტური ხაზი სრულად წაშლილია.
იმაზე ამორალური და ფარისევლური არაფერია, როცა ხედავ, როგორ ცდილობენ პოლიტიკური ცხოველები ახლად გაციებულ ცხედრებზე ხელის მოთბობას. ამ ხალხის ამოცანა არ არის ღირებულებებისთვის ბრძოლა, ამათი ბრძოლის ხაზი გადის მხოლოდ ძალაუფლებაზე.

P.S. - ერთი რამე კარგად დაიმახსოვრეთ, შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს "ქართული ოცნება" და მისი ლიდერები, შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს ესა თუ ის გადაწყვეტილება. მაგრამ, მთელი შეგნებით დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერცერთი სცენარით ვერ განხორციელდება ქვეყნიდან გაგდებული სააკაშვილის მითითებებით და ადგილზე გვარამიას დირიჟორობით დაგეგმილი რევოლუცია. არ გაგივათ ეს რევანში - გამორიცხულია!“ - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.