გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა

5-04-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა.

ამ დროისთვის არსებული, წინასწარი ინფორმაციით, 5 აპრილს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა,“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რამაც კაპიტალურ გვირაბებში მყოფი ექვსი თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილთა ამოყვანის სამუშაოები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.

ადგილზე უკვე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.