გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თეა წულუკიანი: როდესაც პოლიცია და შს მინისტრი გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ და სხვადასხვა მისაღებ გზას გვთავაზობს, ამას სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ჰქვია

12-07-2021

პოლიცია და შინაგან საქმეთა მინისტრი როდესაც გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული პოლიციის შესაძლებლობები არ არის ამოუწურავი.

„ვიცი რა, როგორ მუშაობს პოლიცია, ჩემი წინა მინისტრის მანდატიდან გამომდინარე, ქართული პოლიციის შესაძლებლობები არ გახლავთ ამოუწურავი. ამიტომ, პოლიცია და შინაგან საქმეთა მინისტრი როდესაც გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ეს უნდა გავიგონოთ ხოლმე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.