გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბოლნისში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინდა

5-04-2018

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

ადგილობრივმა სამართალდამრღვევმა,   სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან - სიონის სატყეო უბანზე,  უკანონოდ მოიპოვა 7  მ3  - მდე წიფელისა და რცხილის სახეობის საშეშე მერქანი.  სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მაღალი გამავლობის ავტომანქანა დაილუქა.  მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.