გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: განცხადებები, რომელიც გაკეთდა მათ შორის პრემიერის მხრიდან 5 ივლისის მოვლენების განვითარებამდე, სიტუაციის დეესკალაციისკენ იყო მიმართული

12-07-2021

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენების განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მომხდარი პროვოცირებული იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენები განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული. მე ვესწრებოდი მთავრობის სხდომას და უშუალოდ ვარ მონაწილე ამ ფაქტების, თუმცა სამწუხაროდ, მოხდა ის, რომ პარალელურად მოხდა ძალადობის ფაქტები, რომელიც იყო პროვოცირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან. ამაზე სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ და ამის ბევრი ფაქტი არსებობს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.