გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რატი ბრეგაძე: ნებისმიერი დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტის ინტერესია და ნუ განვახორციელებინებთ არაკეთილმოსურნეებს განზრახვებს

12-07-2021

„ნებისმიერი ძალადობა არის დაუშვებელი და კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ სახელმწიფო გვეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს – მეც, თქვენც და ნებისმერ ადამიანს", – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

რატი ბრეგაძის თქმით, ყველამ ერთად უნდა გადავაფასოთ ისტორიის გაკვეთილები, მათ შორის, უახლესი ისტორიის გაკვეთილები, და უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთთან მოვძებნოთ სასაუბრო ენა და ერთობლივად მშვიდობიანად შევძლოთ საუბარი.

„ნებისმიერი დაპირისპირება არის მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტის ინტერესი და ყველას მინდა, გთხოვოთ, ნუ განვახორციელებინებთ ჩვენს არაკეთილმოსურნეებს საკუთარ განზრახვებს. პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.