გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამარ გაბუნია: ორჯერ ვაქცინირებულებში არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

13-07-2021

ორჯერ ვაქცინირებულებში არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას ორჯერ ვაქცინირებულებში, ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

„რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას ორჯერ ვაქცინირებულებში. ჩვენი მონაცემებით, ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია. არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციისგან 100%-ით არც ერთი ვაქცინა არ გვიცავს, მათ შორის, არც ფაიზერი, არც მოდერნა, არც სინოფარმი და არც სინოვაკი. ინფიცირება შესაძლოა დადგეს, მაგრამ დადგება იშვიათ შემთხვევაში, თუმცა შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა. ეს არის ყველაზე დიდი დაცვა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.