გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ანა ბუჩუკური აირჩიეს

13-07-2021

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილედ კომიტეტის წევრებმა ანა ბუჩუკური აირჩიეს. ანა ბუჩუკურის კანდიდატურა კომიტეტს უფრაქციო დეპუტატებმა წარუდგინეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დასახელებულმა კანდიდატმა - ეკა ხერხეულიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე უარი განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ანა ბუჩუკურს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მდიდარი გამოცდილება მთავრობის ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში მუშაობის განმავლობაში.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თამვჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციიდან აირჩევა.